X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

2025 წლის ბოლომდე ქალაქ ხაშურს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

9 ოქტომბერი 2024

,,მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტზე მუშაობა. 200 კმ ქსელიდან 150 კმ უკვე  მოწყობილია. პროგრესია წყალარინების მიმართულებითაც, სადაც სამუშაოების 40 % დასრულებულია.    2025 წლის ბოლომდე ქალაქ ხაშურს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება.  წყალარინების მიმართულებით კი სამუშაოები გაგრძელდება“ -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ხაშურში წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხაშურის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების სამუშაოები. პირველი ფაზის ფარგლებში გაუმჯობესდება ქალაქის ცენტრალური ნაწილის წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია .ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.  გათვალისწინებულია 200კმ წყალმომარაგებისა და 45 კმ წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები.

მინისტრის განცხადებითქსელების გარდა  მიმდინარეობს მაგისტრალის, ასევე სათავე ნაგებობის, რეზერვუარისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის  მშენებლობაც, რომელთა დასრულებაც ეტაპობრივად მოხდება.

დამატებით მიმდინარეობს 30 მლნ ევროს ღირებულების სასესხო შეთანხმების პროცედურები, რათა ქალაქ ხაშურში სრულად მოეწყოს წყალარინების ქსელი, რაც 85 კილომეტრი ქსელის მშენებლობასა და 4000 მიერთებას გულისხმობს. ამასთანავე, ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე დაგეგმილია მზის პანელების მოწყობა, რაც  შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს შეამცირებს.

წყალმომარაგების ქსელის  დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოსთვის. ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით 330 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.

,,მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზეშიდა ქართლში  პროექტები ხორციელდება  12  მდებარეობაზე.  ჯამურად მათი ღირებულება 400 მილიონ ლარს აღემატება. პროექტების განხორციელების შედეგადოთხივე მუნიციპალურ ცენტრს კასპს, ქარელს, გორს და ხაშურს 24 საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება ექნებაარის უბნები და მონაკვეთები სადაც ამორტიზირებულ ქსელს ესაჭიროება შესაბამისი რეაბილიტაცია ან სხვა ტიპის სამუშაოები, რაც ასევე გეგმის შესაბამისად არის გათვალისწინებული“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.